ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები ღაზას ესტუმრნენ


ამერიკელი კანონმდებლები ღაზას ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები სენატორი ჯონ კერი, კონგრესმენები ბრაიან ბერდი და კით ელისონი დემოკრატები არიან. ისინი აცხადებენ, რომ ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩათვლილ ჰამასის მოძრაობის წევრებთან შეხვედრას არ აპირებენ. დელეგაციის ვიზიტი, ისრაელის მიერ ამასწინათ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს გაჩანაგებული ღაზას სექტორის დათვალიერებას და იქ არსებული საცხოვრებელი პირობების შესწავლას ემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ისრაელის საჯარისო ფორმირებები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ სექტორის ტერიტორიაზე. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის გამოიწვია თუ არა ადამიანთა მსხვერპლი ამ ოპერაციამ. პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის ტანკები და ვერტმფრენები ღაზას ტერიტორიაზე სეიჭრნენ და პალესტინელებთან ბრძოლაში ჩაებნენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხანში მათ უკან დაიხიეს. შეტევა პალესტინელების მიერ ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ტყორცნამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG