ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ინდონეზია    საერთო  ფასეულობებს იზიარებენ



ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს,რომ ამერიკა და ინდონეზია იმ საერთო ფასეულობებს იზიარებენ,რომელთა შორის ძირითადი ღირებულებები დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვაა .

ჰილარი კლინტონმა ეს განცხადება ოთხშაბათს ინდონეზიელ კოლეგასთან ჰასან ვირაჯუდასთან შეხვედრის მერე გააკეთა.ინდონეზია სახელმწიფო მდივნის აზიური ტურნეს მეორე ქვეყანაა.

ამერიკის უმაღლესი დიპლომატის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინდონეზიასთან გლობალური ეკონომიკისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით თანაბარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება სურს.კლინტონმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ჯაკარტა ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის,რათა ბირმას სამხედრო ხუნტა დაემხოს და დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში აღდგეს.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ინდონეზიაში მცხოვრებმა მუსლიმმა მოსახლეობამ დაამტკიცა,რომ ისლამი,დემოკრატია და თანამედროვეობა შესაძლოა არა მარტო თანაარსებობდეს,არამედ ყვავოდეს კიდეც.

XS
SM
MD
LG