ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ნაფტას ყველა  ვალდებულების მიმართ


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ყველა იმ ვალდებულების მიმართ,რასაც ქვეყანას ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აკისრებს. პრეზიდენტმა აგრეთვე გამოთქვა სურვილი,რომ იგი ამ ხელსეკრულებიდან გამომდინარე გარემოსა და შრომის პირობების დაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც თანამშრომლებს. პრეზიდენტმა ობამამ ვაჭრობის შესახებ სამშაბათს , კანადის პრემიერ მინისტრთან სტივენ ჰარპერთან შეხვედრამდე , კანადის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით,არჩევნების პერიოდში ნაფტას მიმართ მის მიერ გამოთქმული კრიტიკულ გამოსვლებს კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. ეს კი ხელშეკრულებაში შრომითი და გარემო სტანდარტების უგულვებელყოფა გახლდათ.პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ამ საკითხს სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება და იგი ხელშეკრულების ძირითადი პუნქტად უნდა გადაიქცეს.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე ბრძანა,რომ მისთვის ნათელია , თუ რამდენად ფაქიზი თემაა სავაჭრო ურთიერთობები დღეს -მსოფლიო გლობალური კრიზისის პერიოდში.მისი განცხადებით ,ამერიკის შეერტებული შტატებისა და კანადის სავაჭრო ბრუნვა ყოველ დღე მილიარდნახევარ დოლარს შეადგენს და არავის ინტერესებში არ არის,რომ ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები მოხდეს.

XS
SM
MD
LG