ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ და ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველად  ისაუბრეს ტელეფონით


ავღანეთის პრეზიდენტმაჰამიდ კარზაიმ და ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველადისაუბრეს ტელეფონით სამშაბათს. სატელეფონო საუბრის აუცილებლობა მას მერე შეიქნა,რაცპრეზიდენტმა ობამამ ოფიციალურადგააკეთა განცხადება იმის შეხებ,რომ იგი აპირებს ავღანეთში დამატებითი 17000 ჯარისკაცი გააგზავნოს.

პრეზიდენტი კარზაის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ქვეყნების ლიდერებმა საუბარში ორმხრივი თანამშრომლობის, ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკის მოდიფიცირებისა და ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამშაბათს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ავღანეთში უახლოეს თვეებში12,000,ხოლო შემდეგ 5ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გაემგზავრება.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ეს ინფორმაცია დადებითადშეაფასეს.მათი განცხადებით,უმჯობესი იქნება ,რომ ამერიკის დამატებითი ძალებიავღანეთის სამხრეთისდა აღმოსავლეთის დაუცველ ტერიტორიებზე გადაიგზავნოს.

დამატებითი ჯარების ჩასვლა ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცთა საერთო რაოდენობას ავღანეთის ტერიტორიაზე 55,000ჯარისკაცამდე გაზრდის.


XS
SM
MD
LG