შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გენერალ პეტრეუსის ვიზიტი უზბეკეთში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის მოსამარაგებლად ალტერნატიული გზების ძიებით არ არის განპირობებული. ერაყსა და ავღანეთში მოქმედი ამერიკული ჯარების მთავარსარდალი დეივიდ პეტრეუსი გუშინ ტაშკენტში იმყოფებოდა. აქ იგი უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს შეხვდა.
უზბეკეთის სამთავრობო ტელევიზიამ განაცხადა,
რომ საუბარი ავღანეთში შექმნილ სიტუაციას ეხებოდა და მხარეები ტრეფიკინგისა და
ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის შესაძლებლობას განიხილავდნენ.
ტაშკენტში მდებარე ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ პეტრეუსის ვიზიტი რეგიონის უშიშროებას ეხება და არა ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის მოსამარაგებლად ალტერნატიული გზების ძიება.