ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ გუშინ 787 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ პაკეტს მოაწერა ხელი


საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა არ უმჯობესდება. უოლ სტრიტის ბირჟები დაიხურა დაახლოებით იმ ნიშნულზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოიკვეთა, როდესაც ეკონომიური კრიზისი ახალი დაწყებული იყო. ამას ადგილი აქვს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ხელი მოაწერა 787 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ პაკეტს. საფონდო ბირჟებზე შექმნილი მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ შიშობენ იმას, რომ ეს პაკეტი შეიძლეა არ იყოს საკმარისი ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ობამამ პაკეტს ხელი ქალაქ დენვერში მოაწერა და იქვე განაცხადა, რომ არ უნდა მოველოდეთ აწმყო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას. თუმც მანვე ამ დოკუმენტს ამერიკის ეკონომიკური პრობლემების დასრულების დასაწყისი უწოდა.

XS
SM
MD
LG