გაერო
აცხადებს, რომ 2008 წელს ავღანეთში 2118 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რაც 2007 წელთან
შედარებით 40 პროცენტით მეტია. ამ ანგარიშის თანახმად, დაღუპულთა ორმოცდათხუთმეტი
პროცენტი თალიბების ქმედებას შეეწირა, ხოლო ოცდაცხრამეტი პროცენტი კი საბრძოლო
მოქმედებებს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ მშვიდობიან
მოსახლეობას შორის მსხვერპლის ზრდის ფაქტი, ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის
დაძაბვას უწყობს ხელს და ავღანელების მიერ უცხოური სამხედრო კონტინგენტის
მხარდაჭერას უთხრის ძირს. პარალელურად კი ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში
დისლოცირებული ამერიკული ჯარების სარდალი გენერალი პეტრეუსი უზბეკეთში
მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტაშკენტში ამერიკის საელჩოს პრესმდივნის თქმით,
გენერალი პეტრეუსი უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს შეხვდება. საუბარი
ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო კონტინგენტის მოსამარაგებლად ალტერნატიული
გზის ძიებას შეეხება.