ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეაჩეროს დაგეგმილი შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. ეს განცხადება კლინტონმა დღეს ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან აქვე დასძინა რომ ფხენიანის ეს გადაწყვეტილება სიტუაციის ნორმალიზებას ხელს შეუშლის. ორშაბათს ჩრდილოოეთ კორეამ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია რომ ფხენიანი თიპოდონგის ორი რაკეტის გამოცდას აპირებს და აღნიშნავს, რომ ამ ტესტირებას კოსმოსური კვლევისადა განვითარების პროგრამის ფარგლებში ატარებს. როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, თუ ფხენიანი შეწყვიტავს თავის ბირთვულ პროგრამას და შეასრულებსშთანხმებით გათვალისწინებულპირობებს, აშშ-ი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებასდა გამოასწოროს ურთიერთობაჩრდილოეთ კორეასთან. ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეთავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში ტოკიოში ორშაბათს ჩავიდა სადაც განაცხადა, რომ ამერიკა იაპონიის ალიანსი ვაშინგტონის გლობალური პოლიტიკის ქვაკუთხედია.


XS
SM
MD
LG