ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ეკონომიკის მინისტრი შეცვალა


იაპონიის პრემიერ მინისტრმა ტარო ასომ ეკონომიკის მინისტრი კაორუ იოსანო შიოჩი ნაკაგავათი შეცვალა. , რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ნაკაგავამ განცხადება გადადგომის შესახებ სასმშაბათს გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ იგი დარჩება კაბინეტში იქმდე სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ეროვნულ ბიუჯეტს. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა მოუწოდეს ნაკაგავას, რომ იგი გადამდგარიყო თანამდებობიდან, შაბათს რომში დიდი შვიდიანის შეხვედრაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მისვლის გამო.ორშაბათს ნაკაგავამ უარყო სიმთვრალის ფაქტი და აღნიშნა რომ მან მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოსვა ღვინო პრესკონფერენციამდე. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი წარადგენს ექიმის ცნობას , რომელიც დაადასტურებს , რომ პრესკონფერენციაზე მისი მიძინებული მდგომარეობა და არეული საუბარი მედიკამენტის მიღებასთანაა დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG