ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბარაკ ობამამ 787 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს უნდა მოაწეროს ხელი


ხელმოწერას ადგილი კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ექნება.პაკეტში ჩართულია პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს სამთავრობო ხარჯების და საშემოსავლო გადასახადების შემცირებას, რასაც თან უნდა მოჰყვეს აშშ-ს ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლა. კონგრესმა ობამას გეგმა პარასკევს დაამტკიცა. კონგრესის წევრებმა პაკეტს პარტიული პოზიციიდან გამომდინარე მისცეს ხმები. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას სენატის რესპუბლიკელთა უმცრესობიდან მხოლოდ სამმა სენატორმა მისცა ხმა. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას ამ ინიციატივას არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. ობამას ადმინისტრაციის განცხადების თანახმად ამ ინიცატივის განხორცილების შემთხვევაში შეიქმნება ახლი სამუშაო ადგილები, რამაც ბიძგი უნდა მისცეს ეკონომიკის ზრდას.

XS
SM
MD
LG