ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი: დაარსდა ეროვნული კრება



აკაკი ასათიანი, კონსტანტინე გამსახურდია და გუგული მაღრაძე ეროვნულ კრებას აარსებენ!

შერატონ მეტეხი პალასში დღეს წარმომადგენლობითი ეროვნული კრების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა ტრადიციონალისტთა ლიდერის აკაკი ასათიანის, პარტია თავისუფლების კონსტანტინე გამსახურდია და ქალტა პარტიის ლიდერის გუგული მაღრაძის ორგანიზებით. საკოორდინაციო საბჭოში 400-მდე ადამიანი გაერთიანდა, როგორც სხვადასხვა პარტიის წევრები, საევე მეცნიერები, მსახიობები, რეჟისორები. პრეზიდიუმში სხდომის ორგანიზატორების გვერდით ისხდნენ რეჟისორი ბ-ნი რეზო ესაძე, მსახიობი პაატა ბარათაშვილი, ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და სხვა..

რა მიზნებს ისახავს ეროვნული კრება? რა არის ეროვნული კრების ნომერ 1 ამოცანა? პარტია თავისუფლების წევრის სანდრო ბრეგაძის თქმით, ამ გაერთიანების წევრები 1 თვეში მოივლიან მთელ საქართველოს და ხალხს კითხავენ, სურთ თუ არა მათ სააკაშვილის ხელისუფლება, თუ არ სურთ, რა გზით უნდა დაატოვებინონ პრეზიდენტის სავარძელი და ა.შ.

XS
SM
MD
LG