ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი აზიაში ჩავიდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამ რანგში პირველად ჩავიდა ტოკიოში. აზიის ქვეყნებში თავისი ვიზიტის ფარგლებში ის იაპონიასთან ერთად სამხრეთ კორეას, ჩინეთს და ინდონეზიას ეწვევა.

ვაშინგტონი ამჟამად გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ცდილობს.

იაპონიის შემდეგ ქალბატონი კლინტონი ინდონეზიას ეწვევა სადაც ასიანის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბირმაში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ჩინეთში შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

XS
SM
MD
LG