ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება


დღეს ვენესუელაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება, სადაც გატანილია საპრეზიდენტო ვადის ლიმიტის გაუქმების საკითხი. ხალხის მიერ ლიმიტის მოხსნისთვის ხმის მიცემა ქვეყნის პრეზიდენტს უგო ჩავესს საპრეზიდენტო არჩევნებში განუსაზღვრელი რაოდენობით მონაწილეობის უფლებას მისცემს. მემარცხენე ჩავესი აცხადებს, რომ ლიმიტის მოხსნის შემთხვევაში იგი შესძლებს ვენესუელის სოციალისტურ ქვეყანად გარდაქმნის პროცესის დასრულებას. პარალელურად ჩავესი აცხცადებს, რომ მზადაა ამერიკასთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის და პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მოლაპარაკებების გასამართავად.


XS
SM
MD
LG