ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაბუდებულმა თალიბებმა ათი დღით ცეცხლის შესწყვეტა გამოაცხადეს


პაკისტანის სვატის ველზე დაბუდებულმა თალიბებმა, ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვის გამო ათი დღით ცეცხლის შესწყვეტა გამოაცხადეს. თალიბთა პრეს-მდივანმა მუსლიმ ხანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღეს განაცხადა, მას შემდეგ, რაც თალიბებმა ექვსი თვის განმავლობაში მათ ხელთ მძევლად მყოფი ჩინელი ინჟინერი გაათავისუფლეს. ჩინეთის მედია იუწყება, რომ ინჟინერი ლონგ შიავეი დღეს დილით უვნებელი მიიყვანეს ისლამაბადში მდებარე ჩინეთის საელჩოში. მუსლიმ ხანის თქმით, ინჟინრის გათავისუფლება თალიბების მხრიდან კეთილი ნების გამოხატვას წარმოადგენს. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამადგენლები და აქ მოქმედ თალიბთა ლიდერი სუფი მუჰამადი რეგიონში ისლამური სამართლის შემოღების შესაძლებლობას განიხილავენ. ადრე დაპატიმრებული მუჰამადი შარშანდელი გარიგების შედეგად გაათავისუფლეს. მისი სიძე თალიბთა მომხრე სასულიერო პირი მაულანა ფაზლულა ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს რეგიონში შარიას სამართლის შემოღებას.

XS
SM
MD
LG