ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ტანზანიას დახმარების აღმოჩენას ჰპირდება


ტანზანიის დედაქალაქში დარ ეს სალამში მყოფი ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჟინტაო დაესწრო ხელმოწერის ცერემონიას, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გასავითარებლად ჩინეთი ტანზანიას დაახლოებით ოცდაორი მილიონი დოლარის გამოყოფას ჰპირდება. ჩინეთის პრეზიდენტს ტანზანიაში ცეკვა სიმღერით და ქვემეხების ოცდაერთი გასროლით დახვდნენ. ბატონი ჰუ ტანზანიის პრეზიდენტს ჯაკაია კიკვეტეს შეხვდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სოლიდარობითა და თანამშრომლობით გამოიხატება. ბატონი ჰუ მანამდე სენეგალსა და მალის ესტუმრა. სენეგალს ჩინეთი ოთხმოცდაათ მილიონ დოლარს ასესხებს. ხოლო მალის დედაქალაქში კი ჩინეთის პრეზიდენტმა ახალი ხიდის მშენებლობა გახსნა. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთმა გაააქტიურა აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობა. ბევრი დასავლელი თვლის, რომ ჩინეთი შავი კონტინენტის ექსპლუატაციას აწარმოებს.

XS
SM
MD
LG