ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზიაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა 


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა აზიის ქვეყნებში რომლის დროსაც ის იაპონიას, ინდონეზიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს ეწვევა სტუმრად.

ვაშინგტონი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ცდილობს. ჰილარი კლინტონი თავდაპირველად ამ რეგიონში შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებს იაპონიას და სამხრტეთ კორეას ესტუმრება. ამ ქვეყნებში ამერიკის სამხედრო ბაზებია განლაგებული. ინდონეზიაში ქალბატონი კლინტონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩინეთში ვიზიტის დროს კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ორ სახელმწიფოს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებაზე იზრუნებს ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებთან ერთად.


XS
SM
MD
LG