ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის მართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩაატარა


შრი ლანკის მართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩაატარა, რომელიც შესაძლოა ერთგვარ რეფერენდუმად ჩაითვალოს მთავრობის ბოლოდროინდელ საომარ კამპანიასთან დაკავშირებით.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში შრი ლანკის ხელისუფლებამ გადამწყვეტი იერიში წამოიწყო თამილი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჭაობიან ჯუნგლებს აკონტროლებენ.თამილ ვეფხვებთან ერთად ამ რაიონში 250 000 სამოქალაქო პირი იმყოფება, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი სასმელი წყლის და საკვები პროდუქტების გარეშე.

XS
SM
MD
LG