ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამომავლო სტრატეგია ავღანეთსა და პაკისტანში


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს,რომ ავღანეთის მთავრობა მონაწილეობას მიიღებს პრეზიდეტი ბარაკ ობამას მიერ შემოთავაზებულ სტრატეგიაში ქვეყანაში მიმდინარე ომის საკითხებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამერიკის ელჩთან რიჩარდ ჰოლბრუკთან საუბარს გულწრფელი და ნაყოფიერი უწოდა .აგრეთვე დასძინა,რომ მოუთმენლად ელის ამერიკის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ერთად ამ რეგიონში სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას: „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბარაკ ობამას,რომელიც დაგვთანხმდა, რომ ავღანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომის სტრატეგიის განხილვაში ჩართულიყო. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ამერიკაში ვიზიტით ავღანეთის დელეგაცია მიემგზავრება,რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დოქტორ სპანტა უხელმძღვანელებს". ციტატის დასასრული

ავღანეთსა და პასკიტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ასევე კანონმდებლებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ აექსპერტებს შეხვდება.რეგიონში ელჩის ვიზიტი იმის მცდელობაა ,რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ადრინდელი პოლიტიკა ავღანეთსა და პაკისტანში შეცვალოს და ახალ ფაზაში გადაიყვანოს.ეს კი იმან განაპირობა,რომ ამერიკის მხარდამჭერი ქვეყნების ძალისხმევა რეგიონში თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგობა დაემარცხებინათ უშედეგო აღმოჩნდა.

რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი ქაბულში მას მერე დაიგეგმა,რაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ,რომ ავღანეთში შექმნილი პრობლემები ნაწილობრივ ჰამიდ კარზაის უუნარო მმართველობის შედეგია.ამის მიზეზად კი ის სახელდება,რომ ავღანეთის მთავრობაში დღემდე კორუფცია მძვინვარებს და სახელმწიფო ინსტიტუტები ძალზე მოისუსტებენ. ამ მიზეზის გამო იგეგმება სამომავლოდ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებიც.

გაზაფხულისთვის ავღანეთში არჩევნებთან დაკავშირებული წინასწარი გამოკითხვების ჩატარებას გეგმავდნენ.თუმცა არჩევნების ოფიციალური წარმომადგენლების საბოლოო განცხადებით,ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები აგვისტოს თვისთვის გადაიდო.ამ ინფორმაციამ ძალზედ განარისხა კარზაის ოპონენტები.მათი თქმით, ჰამიდ კარზაის პრეზიდენტობის ვადა 21 მაისს იწურება და ამ დღის შემდეგ იგი ვალდებულია გადადგეს.

ამერიკის ელჩმა ჰოლბრუკმა აგვისტოსთვის არჩევნების გადატანა კომენატრის გარეშე შემდეგნაირად შეაფასა: „ ჩვენ ღრმად გვწამს,რომ ელექტორატის კომისიის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 20 აგვისტოსთვის გადატანასთან დაკავშირებით, სავსებით შეესაბამება ავღანეთის დღევანდელ მდგომარეობას". ციტატის დასასრული

კვირას, ქაბულში ჟურნალისტებთან გამოსვლისას, ჰამიდ კარზაიმ დადებითად შეაფასა ამერიკისა და ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით,რომ რეიდების ჩატარებისა და სახლების ჩხრეკვისას ,ქვეყანში ავღანელი სამხედროების როლი სამომავლოდ გაიზრდება.ეს გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული,რაც კარზაისა და უცხო ჯარების სარდლობას შორის დავის საგნად ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდა იქცა.

XS
SM
MD
LG