ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ამერიკელი ინდიელები



არსებობს საკითხები, რომლებზედაც პრეზიდენტი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ უმსჯელიათ.ერთერთი ასეთი საკითხი გახლავთ ამერიკელი ინდიელების საკითხი. როგორც თავად ამერიკელი ინდიელები აცხადებენ, მთავრობაში მათ ისეთი ადამიანი სჭირდებათ, ვინც ეცდება,რომ პრეზიდენტ ობამას ინდიელთა საკითხებზე ყურადღება გაამახვილებინოს.


ორშაბათს , ამერიკის პირველ ლედის მიშელ ობამას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამერიკელ ინდიელთა ორკესტრი შეეგება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ინდიელების საქმეთა ბიურო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელების დამოუკიდებელი ტომების კუთვნილ მიწებს მფარველობს. მოგეხსენებათ,რომ ისტორიულად,ინდიელ ტომებსა და ფედერალურ მთავრობას შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა იყო.ამიტომაც ამ შეხვედრაზე ,მიშელ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა,რომ მისი მეუღლის -პრეზიდენტი ობამას საარჩევნო დაპირება- ინდიელი ტომების ბელადთა და მთავრობას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის შესახებ ძალაშია: „ ყველა ის, ვინც მთავრობიდან ინდიელების მიმართ ვალდებულებების შესრულებას ელოდება- მინდა დავამშვიდო , მათ თეთრ სახლში არაჩვეულებრივი პარტნიორი გყავთ“. ციტატის დასასრული


ქალბატონი ობამასა და მისი მეუღლის მიმართ ენთუზიაზმი ამერიკელმა ინდიელებმა არჩევნების დროს გამოხატეს.ნოემბრის არჩევნებში ამერიკელი ინდიელების 95 პროცენტმა ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი. ამერიკელ ინდიელებს ღრმად სწამთ, რომ ქვეყნის ახალი ადმინისტრაცია ყველა მათი პრობლემით დაინტერესდება.სამწუხაროდ ეს პრობლემები ათეული წლის მანძილზე დაგროვდა ამერიკაში და ჯანმრთელობის, განათლებისა და დანაშაულის საკითხებს მოიცავს.


პრეზიდენტი ბარაკ ობამა ინდიელთა რეალობას საარჩევნო კამპანიის დროს მონტანაში ჩასვლისას ახლოს გაეცნო. მაშინ ბარაკ ობამამ პირობა დადო,რომ გამარჯვების შემთხვევაში ინდიელთა მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლიდა: „ ვაშინგტონი ადგილობრივ ინდიელებს ანუ პირველ ამერიკელებს აშკარა იგნორირებას უკეთებდა“.ციტატის დასასრული


ამერიკელ ინდიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ჯო გარსია აცხადებს,რომმას პრეზიდენტი ობამას სიტყვები კარგად ახსოვს. სამშაბათს,თავის ბოლო გამოსვლაში ჯო გარსიამ ახალ მთავრობასა და კონგრესს მოუწოდა,რომ ამერიკის ეკონომიკის გამაჯანსაღებელ გეგმაში ამერიკელი ინდილების პრობლემებსაც დაეთმოს ყურადღება: „თუ ამერიკა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა,უკვე ათეული წლებია ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ამერიკელი ინდიელები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.შეიძლება ითქვას,რომ ჩვენი მდგომარეობა არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები ხალხის ცხოვრებას“. ციტატის დასასრული


ჯო გარსიამ ასევე მოუწოდა კონგრესს, გააგრძელოს ინდიელთა ჯანმრთელობის დაცვის განვითარების აქტი,რომელსაც ვადა 1997წელს გაუვიდა.გარსიას თქმით, ბოლო წლებში ინდიელ ახლაშობილთა შორის სიკვდილიანობა სხვა ამერიკელებთან შედარებით 40პროცენტით გაიზარდა.ასევე ორჯერ იმატა ინდიელ მოზარდებს შორის თვითმკვლელობის რიცხვმა . აღსანიშნავია ისიც, რომ ინდიელი ამერიკელის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა დანარჩენ ამერიკელებთან შედარებით 5 წლით უფრო ნაკლებია: „წლების მანძილზე ამერიკის მთავრობა არამარტო უარს აცხადებდა ინდიელ ხალხზე ზრუნვაზე , არამედ საკუთარ ვალდებულებასაც კი არ ასრულებდა.ამიტომაც ჩავარდნენ ინდიელები ასეთ უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში“. ციტატის დასასრული


ინდიელებსა და ამერიკის მთავრობას შორის წლების მანძილზე დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა ის რომ,ამერიკელი ინდიელები საშტატო პოლიტიკაში თანდათან ჩაერთვნენ.ვაშინგტონის შტატის წარმომადგენელი ჯონ მაკკოი კონგრესში შტატების ამერიკელ ინდიელთა ეროვნული ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, საშტატო ადგილობრივ ხელისუფლებაში ამერიკელ ინდიელთა არჩევის მთავარი მიზანია ის გახლავთ,რომ ინდიელთა ტომების ბელადებს მაინც ურჩევნიათ შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წაარმომადგენელებთან აწარმოონ ურთიერთობა. თუ მათ მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე ექნებათ,იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ უფრო მაღალ დონეზე აღარ შეემქნებათ პრობლემები“.ციტატის დასასრული


თავად ჯონ მაკკოი ტულალიპის ტომის წარმომადგენელია.როგორც ამბობს, მისი ტომის ხალხს მასავით სჯერა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის: „მე იმედიანად ვარ იქიდან გამომდინარე,რომ კლინტონის ადმინიტრაციის დროს გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. თუმცა ბუშის ადმინისტრაციის დროს ყველა ჩვენთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა შეწყდა. წინ წასვლის ნაცვლად მგონი ორი ნაბიჯით უკან დავიხიეთ“. ციტატის დასასრული


ჯონ მაკკოის განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საიმედო ნიშნებს იძლევა. ამის დასტურია ის შეხვედრაც, რომელიც თეთრი სახლის მთავრობის საკითხების ოფისში ამერიკელ ინდიელებთან მოეწყო. მაკკოის განცხადებით ინდიელების ცხოვრება მაშინ მოგვარდება,როცა ამერიკელი ინდიელები მთავრობაში მაღალ პოსტებს დაიკავებენ და საკუთარი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე დაიწყებენ ფიქრს.

XS
SM
MD
LG