ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეირუთში ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის  მკვლობის  4 წლისთავის აღნიშნავენ


ბეირუთში ასი ათასობით ადამიანი შეიკრიბა რათა აღენიშნათ ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლობის 4 წლისთავი. 2005 წელს 14 თებერვალს პრემიერ მინისტრის ავტოკოლონის გადაადგილებისას სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ტერაქტის დროს ჰარირისთან ერთად 22 ადამიანი დაიღუპა. ქუჩაში გამოსულ ლიბანელებს ეროვნული დროშები და პოლიტიკური პარტიების პლაკატები ეკავათ ხელში.

ხალხით გადავსებული ბეირუთის მარტირის სკვერი ოვაციებით შეხვდა მოკლული პრემიერ მინისტრის ვაჟს საად ჰარირის როდესაც იგი მივიდა ხალხთან. მან შემდეგ მამის საფლავთან ლოცვა წაიკითხა. რაფიკ ჰარირის სწორედ ამ სკვერის გვერდითაა დასაფლავებული. გაეროს სპეციალური ტრიბუნალი მომავალ თვეს გეგმავს მუშაობის დაწყებას რათა მკვლელები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG