ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესი შეაქო


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესი შეაქო მას შემდეგ რაც მათ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა დაამტკიცეს. ჩვენ ამერიკელ ხალხს რეალური გეგმა დაუსახეთ.

შაბათს მის ყველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა რომ ამ გეგმის დამტკიცება ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო და მან მადლობა გადაუხადა კონგრესს რომ საერთო მიზნების გამო ისინი გაერთიანდნენ.

პრეზიდენტის განცხადებით კანონი რომელიც ძალაში შემდეგი კვირიდან შედის მომავალი 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს და შექმნის 3 მილიონ ნახევარ სამუშაო ადგილს. ეს კი უბიძგებს ბიზნესებსა და მომხმარებელს ხარჯვისკენ. ეს გეგმა საძირკველს ჩაუყრის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე განაცხადა რომ როგორც კი ეს მასტიმულირებელი გეგმა შევა ძალაში შეიქმნება ახალი ვებ გვერდი, რომელიც საშუალებას მიცემს ყველა მოქალაქეს თვალი ადევნოს თუ სად მიდის თანხები.

XS
SM
MD
LG