ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 პოლიციის   თანამშრომელი გარდაიცვალა


ავღანეთის პოლიციის განცხადებით ორი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი თანამდებობის პირი და 4 პოლიციის თანამშრომელი.აფეთქება მაშინ განხორციელდა როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს უნდა შეხვედროდა. ხოსტის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილის პოლიცია აცხადებს რომ შაბათს გზისპირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ამ რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსი.

ავღანეთის სამხრეთით კიდევ ერთი ტერაქტი განხორციელდა. ქუჩაში დამიონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 4 პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეს თავდასხმები შაბათს სწორედ მაშინ განხორციელდა როცა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ავღანეთში და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ავღანეთის პრეზიდენთან ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებდა ჰოლბრუკი პარასკევს ქაბულში ავღანეთის თავდაცვის მინისტრს და კანონმდებლებს შეხვდა.

XS
SM
MD
LG