ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ბაღდადის სამხრეთით კამიკაძე ტერორისტმა ქალმა თავი  აიფეთქა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადის სამხრეთით კამიკაძე ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაღუპულია 32 ადამიანი. ტერაქტი განხორციელდა შიით მომლოცველებზე, რომლების რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად მიდიოდნენ. ტერორისტმა თავი აიფეთქა ხალხმარავალ ადგილას სადაც უმეტესად ქალები და ბავშვები იყვნენ, დაშავდა 65 ადამიანი. ბოლო ხანებში შიით მომლოცველებზე რამოდენიმე ტერაქტი განხორციელდა მათგან ერთერთი ხუთშაბატს ქალაქ კარბალასთან აფეთქებამ 8 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და 50მდე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG