ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკომპანია „კონტინენტალის“ სამგზავრო თვითმფრინავი წუხელ ქალაქ  ბუფალოში  ჩამოვარდა


ნიუ იორკის მუნიციფალიტეტის ოფიციალური წარმომადგნელების განცხადებით, ამერიკულიავიაკომპანია „კონტინენტალის“ სამგზავრო თვითმფრინავი წუხელ ღამით ქალაქბუფალოს მახლობლადჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა. კატასტროფის თვითმფრინავზე მყოფი 48ადამიანი და საცხოვრებელი სახლის ერთი ბინადარი დაიღუპა.საცხოვრებელი სახლში მყოფმა ორმა დამიანმა თავს გაქცევით უშველა.

თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავი ვიდრე მიწას დაენარცხებოდა,მის მაქანას ძალზეახლოს გადაუფრინა და აშკარად ცხვირითწინ იყო გადახრილი. ხმელეთზე დაცემის შემდეგიგი აფეთქდა,რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია დაპოლიციელები იძულებულები გახდნენ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია მოეხდინათ.გამომძიებლები ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან ერთად გუშინვე ჩავიდნენ კატასტროფის ადგილზე და გამოძიებას შეუდგნენ.

XS
SM
MD
LG