ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ირანთან ურთიერთობების გაღრმავებაშია დაინტერესებული


აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური ურთეირთობის გაწყვეტიდან 30 წელი გავიდა. ფორმალურად, ორ მხარეს შორის დიპლომატიური კონტაქტი თეირანში 1979 წელს რადიკალური მიმდინარეობის სტუდენტური დაჯგუფების მიერ ამერიკის საელჩოს ხელში ჩაგდების შემდეგ გაწყდა. მაშინ 52 ამეირკელი 444 დღის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი.

მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ახლა დროა, როცა ამერიკამ უფრო აქტიური ურთიერთობა უნდა დაიწყოს ირანის სახელმწიფოსთან და ირანელ ხალხთან. საამისოდ, ერთერთი გზაა ორმხრივი გაცვლები. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს იმედი გაუჩნდა, როცა ირანის ბადმინტონის ასოციაციამ ქალთა ამერიკულ ნაკრებს თხოვა ირანში ჩასვლა თეირანში მიმდინარე თვეს ფაჯრის საერთაშoრისო ტურნირში მონაწილეოობის მისაღებად. ეს ვიზიტი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ეგიდით უნდა შემდგარიყო. ბიუროს პროგრამებში 2006 წლის შემდეგ დღემდე 250 მდე ირანელ მხატვარს, სპორტსმენს, ექიმს, მეცნიერსა და სხვა პროფესიონალს აქვს მონაწილეობა მიღებული.

მაგრამ დუბაიში ირანის საკონსულომ ამერიკელ სპორტსმენებზე ვიზები არ გასცა, აღნიშნა, რა რომ საკმარისი დრო არ იყო მათი აპლიკაციებისთვის. ამერიკის ბადმინტონის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა დან კლოპასმა მწუხარება გამოთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მან კერძოდ თქვა, რომ ამერიკელი სპორტსმენები ვერ მიიღებენ ამ შეჯიბრში მონაწილეობას და ვერც ახალ მეგობრებს შეიძენენ. სპორტის გზით შეძენილ მეგობრებს პატივი უნდა ვცეთ, თქვა კლოპასმა. მან ასევე განაცხადა, რომ ნაკრების ვიზის აპლიკაციები ორი თვით ადრე იქნა შევსებული, რაც საკმარისზე მეტ დროს იძლეოდა მათ სარეგისტრაციოდ.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის თანაშემწემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ სიტუაცია ბადმინტონის ნაკრების ირგვლივ სამწუხაროა.

“ჩვენ ძალიან გვინდა ურთიერთობების გაუმჯობესება ირანთან. ამიტომ არ გვგონია რომ ეს უკანასკნელი ინციდენტი დადებიითი მოვლენა იყო ორმხრივი კონტაქტების წასახალისებლად.”

ბატონმა ვუდმა ასევე გამოთქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაში ირანის ბადმინტონის ნაკრები ივლისში ჩამოვა. სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა გაიხსენა სახელმწიფო მდივან ჰილარი ქლინტონისა და პრეზიდენტ ობამას მიერ გმოათქმული მოსაზრებები რომ თუ ირანი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, მას ამერიკა სამეგობროდ გაწვდილ ხელი შეაგებებს.

XS
SM
MD
LG