ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მშობლიურ ქალაქში სპრინგფილდში მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მშობლიურ ქალაქში სპრინგფილდში, აბრაამ ლინკოლნის 200 წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრება. აბრაამ ლინკოლნი ამერიკის ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის მანძილზე დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი და მონობის გაუქმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. გუშინ პრეზიდენტი ობამა ფორდის სახელობის თეატრში ლინკოლნის ბიოგრაფიისადმი მიძღვნილ სპექტაკლს დაესწრო.ეს ის თეატრი გახლავთ, სადაც 1865 წელს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი კონფედერატთა მომხრემ ცნობილმა მსახიობმა ჯონ ბუტმა სიცოცხლესა გამოასალმა.

XS
SM
MD
LG