ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნის ირგვლივ თათბირობენ


ისრაელის პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნის ირგვლივ თათბირობენ. დღეს ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ელიან. ამჟამად საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი თითქმის დასრულდა. ამ მომენტისთვის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის კადიმას ცენტრისტულმა პარტიამ ერთი საპარლამენტო ადგილით მეტი მოიპოვა ვიდრე მემარჯვენე ლიკუდის პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ უდგას სათავეში. პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნის ირგვლივ თათბირობენ. ორივე ლიდერი იჩემებს გამარჯვებას და კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობით მათი პარტიების წარმომადგენლები მცირე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ეთათბირებიან. ნაციონალისტურმა და რელიგიურმა პარტიებმა ლიკუდის ჩათვლით პარლამენტის ას ოცი ადგილიდან სამოცდახუთი მოიპოვეს, ეს კი მედიის მტკიცებით ნატანიაჰუს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საბაბს აძლევს. მომავალ კვირას ისრაელის პრეზიდენტი გამართავს კონსულტაციებს, რომელთა საფუძველზეც იგი ერთ ერთ ლიდერს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას უბრძანებს.

XS
SM
MD
LG