ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსურ ორბიტაზე  რუსული და ამერიკული თანამგზავრების შეჯახება მოხდა


კოსმოსურ ორბიტაზე რუსული უკონტროლებადი და უფუნქციო თანამგზავრი ამერიკულს შეეჯახა. ეს ისტორიაში კოსმოსური შეჯახების პირველი შემთხვევაა. ავარია ციმბირის თავზე, დედამიწის ზედაპირიდან შვიდას ორმოცდაათი კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა. შეჯახების შედეგად გამოწვეულმა მძლავრმა აფეთქებამ ორივე თანამგზავრი გაანადგურა. შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ნასა აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ნაადრევია შეჯახებით გამოწვეულ საბოლოო შედეგებზე საუბარი. შიშობენ, რომ შესაძლებელია თანამგზავრების ნამსხვრევებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუქმნას საფრთხე.

XS
SM
MD
LG