ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები:ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება



მოსკოვში,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან შეხვედრისას,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა,რომ ბარაკ ობამას პირველ გამოსვლაში რუსეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ გამოხატული პოზიტიური დამოკიდებულება , კრემლმა დადებითად შეაფასა.

ლავროვის განცხადებით ,ამერიკის პრეზიდენტის ამგვარი პოზიცია რუსეთის მთავრობის უმაღლეს ეშელონებშიც დააფიქსირეს. მინისტრი ლავროვი თავისი მხრიდან დაეთანხმა ბარაკ ობამას საარჩევნო სლოგანს იმასთან დაკავშირებით,რომ მსოფლიო სამომავლო ცვლილებებისათვის უკვე მზადაა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთიც ასევე სულმოუთმენლად ელის იმ ცვლილებებს, რომლებიც ახალ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ რეალობას ასახავენ. კრემლის აზრით, ამ ცვლილებებმა მსოფლიოს მრავალლმხრივი მართვის ერთიანი სისტემის შექმნა უნდა განაპირობონ. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება საერთაშორისო კანონების დაცვით ახალ გამოწვევებს პასუხი გაეცეს.

პარალელურად, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით,რომ რუსეთი ნატოსთან ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობითაა დაინტერესებული . ნატოში რუსეთის ელჩმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა,რომ ეს თანამშრომლობა მომავალში პოლიტიკური საფრთხეების ,სამხედრო დაპირისპირების, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტრეფიკინგის საშიშროებების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი მედვედევისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ამ განცხადებებს მოჰყვა კონსულტაციები ავღანეთის თემასთან დაკავშირებით.ეს კონსულტაციები მოსკოვში 10 და 11 თებერვალს ამერიკის საელჩოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.შეხვედრისას საუბარი ავღანეთში ინფრასტრუქტურის აღდგენასაც შეეხო.რუსეთის წამრომადგენელებმა ავღანეთის ეროვნულ არმიის მისამართით დახმარების სურვილი გამოთქვეს. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ნატო-რუსეთის საბჭოს სამუშაო გეგმის ფარგლებში ავღანეთში ეუთოს საქმიანობის, ნარკოთრეფიკინგისა და ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევენების საკითხები . ასევე რუსეთის გავლით ავღანეთში საერთაშორისო ძალებისათვის არასასიკვდილო აღჭუვილობების გადაზიდვის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, ორივე მხარე მომავალში დისკუსიებისა და თანამშრომლობის გაგრძლებაზე შეთანხმდა.


XS
SM
MD
LG