ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიღწეულია შეთანხმება ამერიკის ეკონომიკის გაუმჯობესების პაკეტის ირგვლივ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორების პაკეტზე, რომელიც 789 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად არაფერი უშლის ხელს იმას, რომ ამ პაკეტზე კენჭის ყრა ჩაატარონ. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა განაცხადა, რომ თუ ეს ინიციატივა ხორცს შეისხამს სამ ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ზომიერი პოზიციის მქონე რესპუბლიკელმა სენატორებმა სიუზან კოლინსმა და არლენ სპექტერმა მხარი დაუჭირეს ამ ბილს. სენატორმა კოლინსმა მაღალი შეფასება მისცა ბილს, ხოლო სენატორმა სპექტერმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე საჭიროა გადამწყვეტი ზომების დაუყოვნებლივ მიღება. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა ჯონ ბენერმა კრიტიკული შეფასება მისცა ბილს და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ ბილში ჩაერთოთ დებულება საშემოსავლო გადასახადების კიდევ უფრო შემცირებაზე და სამთავრობო სფეროში ხარჯების შემცირებაზე. ამის თაობაზე სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბილის გარშემო მიღწეული კომპრომისი თან მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, საშემოსავლო გადასახადების შემცირებას ბიზნესებისა და კერძო პირებისათვის და რაც მთავარია ეკონომიკის გამოჯანსაღებას.

XS
SM
MD
LG