ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში არჩევნების საბოლოო შედეგებს ელოდებიან


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ციფი ლივნი და აგრეთვე ოპოზიციის ლიდერი ბენიამინ ნატანიაჰუც საპარლამენტო არჩევნებში მოგებას ზეიმობენ. ამ დროისათვის დათვლილია ხმების 99%. ციფი ლივნის კადიმას პარტიამ ერთი საპარლამენტო ადგილით მეტი მოიპოვა ვიდრე ნატანიაჰუს ლიკუდის პარტიამ. ვერცერთი მათგანი პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევა. მაგრამ ნაციონალისტებმა და რელიგიურმა პარტიებმა ერთად 120-დან 65 ადგილი დაიკავეს, რაც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სირთულეებს ქმნის სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათს ან პარასკევს იქნება ცნობილი.ამის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი გადაწყვიტავს ვინ ჩამოაყალიბებს მომავალ მთავრობას. აუცილებელი არაა მან აირჩიოს ლიდერი მსხვილი პარტიიდან, მაგრამ პერესი აირჩევს იმას ვისაც იგი თვლის საუკეთესო კანდიდატად კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. ამ არჩევნებში მცირე მემარჯვენე პარტიისიესრეილ ბეიტენინუს ლიდერმა ავიგდორ ლიბერმანმა არჩევნებში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ადგილები მოიპოვა. მისი ხმა შეიძლება გადმწყვეტი აღმოჩნდეს მომავალი პრემიერ მინისტრის არჩევის დროს.ლიბერმანის განცხადებით მას კონტაქტები აქვს როგორს ლივნის ისე ნატანიაჰუს პარტიებთან .


XS
SM
MD
LG