ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ევროპული გზა!


ამ სახელწოდებით თბილისში დღეს მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს იხილავენ. კონფერენციის მუშაობასი მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, ევროკავშირის და ევროკომისიის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დასვა კითხვა : რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოსთვის ? ამ კითხვას თავადვე უპასუხა, თქვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის გადაწყვეტილებას დაკავშირებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. - შესაძლოა ევროკავშირის პოზიცია მაინცდამაინც თვალსაჩინო არ იყოს, მაგრამ მერჭმუნეთ, სჭირო დროს ეს დადებით და მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს! - განაცხადა ჰაბერმა და აღნიშნა, რომ რუსეთიც და საქართველოც ვალდებულნი არიან მომავალში ძალა არ გამოიყენონ..

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სახრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი: - აგვისტოს მოვლენები არ იყო ეთნოკონფლიქტი! - რუსეთმა შეიარაღა ცხინვალის დამნაშავე რეჟიმი ! - რუსეთი იძულებული გახდა ომში ღიად ჩართულიყო ! - ომის შემდეგ ნახევარი წელიც არ გასულა, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობა დაიწყო !- ის, რაც ჩემმა ხალხმა ომის შედეგად მიიღო, არ არის დამოუკიდებლობა, ცხინვალის რეგიონი ხდება რუსეთის სამხედრო ბაზა !- ჩემი ხალხი ხდება მსხვერპლი კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესების ! - ასეთი განცხადებები გააკეთა კონფერენციაზე დიმიტრი სანაკოევმა.

ფორუმის მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე. რა გზებია ეს? - ამ კითხვაზე ექსპერტი კახა გოგოლაშვილი პასუხობს, რომ კონფლიქტის მოგვარების გზები შეიძლება იყოს მხოლოდ მშვიდობიანი, მაგრამ რუსეთს მოუწევს მომავალში თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებაზე..

XS
SM
MD
LG