ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ესაჭიროება დახმარების აღმოჩენა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას დაუყონებლივ ესაჭიროება დახმარების აღმოჩენა. გუშინ საღამოს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი მასშტაბით მხოლოდ გასული საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი წლების დიდ დეპრესიას თუ ჩამოუვარდება და რომ მთავრობის ჩარევის გარეშე კრიზისი შეიძლება უკონტროლებადი გახდეს. და გაღრმავდეს;

“სანამ პრეზიდენტი ვარ ყველაფერს ვიღონებ ჩვენი ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის და ჩვენი ქვეყნის ისევ ჩვეულ წარმატებულ მდგომარეობაში მოსაყვანად”. განაცხადა პრეზიდენტმა. მან კონგრესს რვაას მილიარდიანი სასტიმულო პაკეტის სასწარაფოდ მიღებისკენ მოუწოდა. ბატონი ობამას თქმით, დაგვიანება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში უკვე სამი მილიონ ექვსასი ათასი სამუშაო ადგილი შეეწირა. აი რა სთქვა ირანთან

დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ:“მე მოველი, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ირანელებთან ერთად დიპლომატიურ გზას გამოვნახავთ და პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს. ეს კი ჩვენი პოლიტიკის ახალი გეზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”. განაცხადა პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების სენატი სასტიმულო პაკეტს დღეს უყრის კენჭს. მიღების შემთხვევაში კანონპროექტი ქვეყნის კონგრესმაც უნდა მოიწონოს, სანამ მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკას დაუყონებლივ ესაჭიროება დახმარების აღმოჩენა. გუშინ საღამოს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი მასშტაბით მხოლოდ გასული საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი წლების დიდ დეპრესიას თუ ჩამოუვარდება და რომ მთავრობის ჩარევის გარეშე კრიზისი შეიძლება უკონტროლებადი გახდეს. და გაღრმავდეს; “სანამ პრეზიდენტი ვარ ყველაფერს ვიღონებ ჩვენი ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის და ჩვენი ქვეყნის ისევ ჩვეულ წარმატებულ მდგომარეობაში მოსაყვანად”. განაცხადა პრეზიდენტმა. მან კონგრესს რვაას მილიარდიანი სასტიმულო პაკეტის სასწარაფოდ მიღებისკენ მოუწოდა. ბატონი ობამას თქმით, დაგვიანება კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში უკვე სამი მილიონ ექვსასი ათასი სამუშაო ადგილი შეეწირა. აი რა სთქვა ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ:

“მე მოველი, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ირანელებთან ერთად დიპლომატიურ გზას გამოვნახავთ და პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს. ეს კი ჩვენი პოლიტიკის ახალი გეზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”. განაცხადა პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების სენატი სასტიმულო პაკეტს დღეს უყრის კენჭს. მიღების შემთხვევაში კანონპროექტი ქვეყნის კონგრესმაც უნდა მოიწონოს, სანამ მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

XS
SM
MD
LG