ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი  ირანთან მოლაპარაკებების დაწყების გზებს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ეძებს შესაძლებლობებს რათა ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მომავალი თვეების მანძილზე უნდა შეიქმნას სასურველი ნიადაგი იმისთვის, რომ შეხვედრები პირისპირ მოხდეს. ორშაბათს საღამოს პრეს კონფერენციაზე ობამამგანაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ქმნის საშიშროებას მსოფლიოში გამალებული შეიარაღებისთვის. აშშ-სა და ირანს შორის მრავალი წლის მანძილზე არსებული უნდობლობის დაძლევა ძნელი იქნება.პრეზიდენტმა ობამამ აგრეთვე განაცხადა, რომაშშ-თვის ბირთვული არსენალის შემცირება ეფექტური გზებით ძალზედმნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობსმომავლში ბირთვული იარღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას. მისივე თქმით ეს შეთანხმებები არ სრულდება იმ შემთხვევაში თუ ბირთვული იარაღიისეთ არასტაბილურ რეგიონში გავრცელდება როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, მსოფლიო საფრთხის ქვეშ იქნება. საგარეო საკითხების განხილვისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ მან გენერალ დევიდ პატრეუსს დაავალა სამუშაოები ჩაატაროს როგორც დიპლომატებთან ისე მოკავშირეებთან რათა მათ დახმარება გასწიონ ამერიკის ავღანეთში ბრძოლისას.

XS
SM
MD
LG