ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს მისიის დამკვირვებლები გაათავისუფლეს


სამხრეთ ოსეთში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ორი ოფიცერი დააკავეს. საქართველოს მთავრობა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ბრალად სდებდა მათ გატაცებას. გარკვეული ხნის შემდეგ ეუთოს მისიამ განაცხადა, რომ დაკავებულები გაათავისუფლეს და ინციდენტი გამოძიებას მიეცემა. ეუთოს მისია საქართველოში 1992 წელს შეიქმნა.მისია პატრულირებას უწევდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდგომ უარი განუცხადა ეუთოს მისიის წარმომადგენლებს ამ ტერიტორიაზე შესვლა. მოსკოვმა კი თავის მხრივ ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა.

XS
SM
MD
LG