ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ყირგიზეთის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზა   დაიხურება


ყირგიზეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა გეგმა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზა დაიხურება .გეგმა საბოლოოდ მას მერე დამტკიცდება,რაც ყირგიზეთის პარლამენტი ამ საკითხს კენჭს უყრის.

შეგახსენებთ,რომ ყირგიზეთში განთავსებული ამერიკული საჰაერო ბაზა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკისა და ნატოს ჯარების გადასხმასა და მომარაგებაში.

პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა მოსკოვში ყოფნისას განაცხადა,რომ დროა მანასის ბაზაზე ამერიკელთა ყოფნა დასრულდეს. ყირგიზმა ლიდერმა მოსკოვში ვიზიტისას ორ მილიარდიანი სესხისა და დახმარების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე.

XS
SM
MD
LG