ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ნისანი ოც ათას სამუშაო ადგილს ამცირებს


ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის ნისანის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს გოშმა ტოკიოში დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო კომპანია ოცი ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. კორპორაციამ მიმდინარე ფისკალურ წელს სამი მილიარდი დოლარის დაკარგვაც იწინასწარმეტყველა. მომავალი მარტიდან ნისანი აგრეთვე კომპანიის ხელმძღვანელობისთვის გათვლილი პრემიების გაუქმებას და ხელფასების შემცირებას აპირებს.

XS
SM
MD
LG