ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხალხს, რომელიც შრი ლანკაში მიმდინარე ბრძოლებს გაურბის ქალი კამიკაძე ტერორისტები იღებენ მიზანში


ხალხს, რომელიც შრი ლანკაში მიმდინარე ბრძოლებს გაურბის ქალი კამიკაძე ტერორისტები იღებენ მიზანში. შრი ლანკის არმია აცხადებს, რომ ხალხს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში არმიასა და თამილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლებს გაურბის ქალი კამიკაძე ტერორისტები იღებენ მიზანში. არმიის პრეს-მდივნის თქმით, დღეს თამილ ვეფხვთა მოძრაობის წევრობაში ეჭვმიტანილმა ქალმა თავი აიფეთქა მიმდინარე ბრძოლების ზონიდან ლტოლვილთა ბანაკთან. ტერაქტის სედეგად დაიღუპა ოცდარვა, ხოლო დაიჭრა ორმოცდახუთი ადამიანი. დაღუპულთა უმრავლესობას ჯარისკაცები, ხოლო დაჭრილთა უმრავლესობას კი ქალები და ბავშვები წარმოადგენენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ქალმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ჯარისკაცებმა მისი ჩხრეკა დაიწყეს. თამილ ვეფხვებს მომხდარი ტერაქტის შესახებ ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შრი ლანკის არმია აცხადებს, რომ ბრძოლების ზონიდან თოთხმეტი ათასი ადამიანია ლტოლვილი. გაეროს მონაცემების თანახმად, საომარ ზონაში ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანია მომწყვდეული. არმია თამილ სეპარატისტებს მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყებნებაში სდებს ბრალს. თამილი ვეფხვები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ხალხი უბრალოდ ვერ ახერხებს ზონიდან გასვლას.

XS
SM
MD
LG