ამერიკის მთავრობის მიერ 2003 წელს შემუშავებული პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები იმ არალეგალი ემიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს, რომლებიც დღემდე დანაშაულის ჩადენის გამო ძებნილად არიან გამოცხადებული.
ვაშინგტონში მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის ბოლო მოხსენების მონაცემებით, ამ პროგრამის მიერ დასახული მიზნების მიუხედავად, ფედერალური ემიგრაციის აგენტების მიერ 2003 წლიდან დღემდე დაკავებულ არალეგალ ემიგრანტთა 73პროცენტს წარსულში არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ფედერალური სამსახურის მიერ ძებნილთა დაკავების პროგრამას 2003წელს ემიგრაციისა და საზღვრის დაცვის სააგენტომ ჩაუყარა საფუძველი. ამ პროგრამის მიზანი იყო ამერიკის ტერიტორიაზე ყველა ის ძებნილი არალეგალი ემიგრანტი დაკავებულიყო ,რომელსაც 2001წლის 11 სექტემბრს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიაზე არაკანონიერად ყოფნის გამო დეპორტაცია ჰქონდა მისჯილი.
ამ პროგრამის დირექტორი დონალდ კერვინი აცხადებს,რომ :„ფედერალური სამსახურის აგენტები ძირითადად მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ,რაც ხშირ შემთხვევაში სიზუსტით არ გამოირჩეოდა. ხშირად ადგილზე მისვლისას, აგენტები ძებნილ არალეგალ ემიგრანტებს აღმოაჩენდნენ ხოლმე. მიუხედავად იმისა,რომ ეს ადამიანები ძებნილებად იყვნენ გამოცხადებული, არანაირი დანააულებრივი წარსული არ გააჩნდათ.მაგრამ ფედერალური სამსახურის წარმომადგენელები მათ ძებნილობისა და არალეგალობის საფუძველზე მაინც აპატიმრებდნენ." ციტატის დასასრული
მიუხედავად ამისა,კერვინი აცხადებს,რომ ფედერალურ აგენტთა მიერ დაკავებული ძებნილი არალეგალების 45პროცენტს დანაშაულებრივი წარსული აქვს ან საზოგადოებისათვის აშკარა საფრთხეს წამოადგენს.
ფაქტი ერთია,რომ 2007წელს ამ პროგრამით დაკავებულთა შორის იკლო დანაშაულებრივი წარსულის გამო ძებნილთა დაკავების ფაქტებმა და იმატა არადანაშაულებრივი წარსულის მქონე ძებნილ არალეგალ ემოგრანტთა რაოდენობამ .ამას კერვინი შემდეგი მიზეზით ხსნის: „მთავარი მიზეზი ამ პრობლემის ის გახლავთ,რომ ეს პროგრამა ძალზედ მაღალი დაფინანსებით გამოირჩევა. წლების მანძილზე თანხის რაოდენობა ცხრა მილიონიდან 219 მილიონამდე გაიზარდა. დაფინასების გაზრდა პირდაპირ კავშირში იყო დაკავებულ არალეგალ ემიგრანტთა რაოდენობასთან. ასე რომ 2007წლის მონაცემებით დაკავებულ ძებნილ არალეგალ ემიგრანტებიდან 75პროცენტს არანაირი დანაშაულებრივი წარსული არ გააჩნია".ციტატის დასარული
ემიგრაციისა და საზღვრის დაცვის სააგენტოს უფროსი მარკ მედვესკი ამ მონაცემებს ეწინაამდეგება და აცხადებს,რომ ფედერალურ აგენტები კანონს იცავენ და იმ ხალხს აპატიმრებენ,ვინც კანონი დაარღვია და ქვეყანა არ დატოვა: „ ადამიანები,რომლებიც ფედერალურმა აგენტებმა დააკავეს ძებნილებად არიან გამოცხადებული იმის გამო,რომ მათ დაარღვიეს კანონი და არ დატოვეს ქვეყანა. ჩვენთვის არავის განუსაზღვრავს, ძებნილი არალეგალი ემიგრანტები ორ კატეგორიად - საშიშ და არასაშიშ ძებნილებად დაგვეყო. ჩვენ ამერიკელ ხალხს დავპირდით,რომ ყველა ძებნილ არალეგალ ემიგრანტს დავიჭერდით". ციტატის დასასრული
მედვესკის განცხადებით,2008 წელს ფედერალურმა აგენტებმა მეტი ძალისხმევა გამოიჩინეს იმ ძებნილ არალეგალ ემიგრანტთა დასაპატიმრებლად,ვისაც დანაშაულებრივი წარსული ჰქონდა: „2008 წელს 34 ათას დაპატიმრებულ არალეგალ ემიგრანტთა შორის 82 პროცენტი ძებნილი ან დამნაშავე წარსულის მქონე ემიგრანტი იყო". ციტატის დასასრული
მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტი ემიგრაციისა და საზღვრის დაცვის სააგენტოს ურჩევს,რომ რიგითი დაპატიმრების კვოტები ძებნილთა დაკავების ახალი სისტემით შეცვალოს. აქედან გამომდინარე , ძებნილთა დაკავება სახლებისა და პიროვნებების ზუსტი განსაზღვრისა და დადგენის შემდეგ მოხდება .