ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 თებერვალს ჩარლზ დარვინის დაბადების ორასი წლის იუბილეა


ბუნებრივი გადარჩევის თეორიის მამა ჩარლზ დარვინი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება. მისი მთავარი ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა” ას ორმოცდაატი წლის წინ დაიბეჭდა. ბევრის აზრით დარვინი ნამდვილად წინ უსწრებდა საკუთარ ეპოქას. თუმცა წარმოუდგენელია რას მოიმოქმედებდა იგი ინტერნეტი რომ ჰქონოდა. წარმოგიდგენიათ დარვინი, რომელიც ბლოგს აწარმოებდა მსოფლიოს გარშემო ხომალდ ბიგლით მოგზაურობის დროს? ინტერნეტში მრავალი გვერდია დაკავსირებული დარვინთან. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გვერდზე თავად დარვინის ნაშრომებია განთავსებული.:

“დარვინი ქსელში” ასე ეწოდება მეცნიერის ინტერნეტში განთავსებული ნაშრომების ყველაზე ვრცელ გვერდს. აქ მისი ყველა ნაშრომი და მის შესახებ არსებული ყველა გამოკვლევაა განთავსებული. აქ დარვინის პირადი არქივის ყველაზე დიდი კოლექციაცაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ვებგვერდზე დარვინის მიერ დაწერილი ყველაზე ვრცელი მასალაა გამოქვეყნებული”. ამბობს ვებგვერდის დირექტორი ჯონ ვან უეინი. აქ თქვენ დარვინის მიერ ბიგლზე ყოფნის დროს დაწერილი დღიურის ხელნაწერის წაკითხვის შესაძლებლობაც გაქვთ. თქვენ გეძლევათ იმის შესაზლებლობა, რომ თავად დარვინის და არა მისი კომენტატორების ნაწერებს გაეცნოთ.

“ხალხსიმის შესაძლებლობა აქვს, რომ ის ამოიკითხოს, რომ მაგალითად დარვინს არასდროს უთქვია ის, რომ ჩვენ მაიმუნებისგან წარმოვიშვით. მის სესახებ ძალზე ბევრი რამ არასწორად ვიცით. ახლა ხალხს იმის საშუალება ეძლევა, რომ ნამდვილ დარვინს გაეცნოს”. ამბობს ბატონი უეინი.

დარვინისადმი მიძრვნილი ინტერნეტის გვერდი ას ოთხმოც ათასამდე გამოსახულებასა და გვერდს შეიცავს. ვებგვერდი ტექნიკურად ძალზე კარგადაა გამართული და ძიება საკმაოდ გაადვილებულია. დარვინის ნაშრომების პირველად გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული დაპირისპირება ჯერ კიდევ გრძელდება:

“თუ თქვენ ჩვენი ვებგვერდი დაგაინტერესებთ, ისეთ მასალასაც აღმოაჩენთ სადაც საეკლესიო პირები ამტკიცებენ, რომ დარვინის შეხედულება სულაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის დოქტრინას. ჩემის აზრით ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამომწურავი მასალა ხალხს უფრო ინფორმირებულს გახდის დებატებისთვის”. ამტკიცებს ჯონ ვან უეინი.

XS
SM
MD
LG