ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრილანკაში  ოცდახუთწლიანი ომი  მალე დასრულდება


შრილანკაში მიმდინარე ოცდახუთწლიანი ომი შესაძლოა მალე დასრულდეს. ინდოეთის ოკეანის ამ პატარა კუნძულზე მცხოვრებმა ადამიანებმა უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე ,თუ რა ელის კუნძულს ომის შემდგომ.

შრილანკას დედაქალაქი კოლომბო ხმაურიანი ქალაქია.დღეს ქალაქის ყველა ადგილობრივი გაზეთი ქვეყნის სამომავლო რეკონსტრუქციის გეგმებსა და განვითარების პროექტებზე წერს.

კოლომბოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დღესდღეობით არავინ ცხოვრობს,არც სუშისა და ძვირფასი სამკაულების მაღაზიებში შეხვდებით ვინმეს. ამის მიზეზი კი ქვეყანაში 25 წლის მანძილზე მიმდინარე გაჭიანურებული ომია. ომი,რომელმაც ქვეყანა უკან დასწია და ადგილობრივი მაცხოვრებლები უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო. შრილანკის მოსახლეობა სულმოუთმენლად ელოდება ომის დასრულებას.

თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ ომის დამთავრება ქვეყნის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. შრილანკისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთიანობა,რომელიც სინჰალელ და თამილ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შემდეგ დაირღვა. ქვეყანაში სინჰალელი ეროვნების მქონე მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს და რელიგიით ბუდას აღიარებს. თამილი ეროვნების შრილანკელები კი ეთნიკური უმცირესობა და ჰინდუს რელიგიის მიმდევრები არიან.

შრილანკაში ამერიკის ელჩის რობერტ ბლეიქის განცხადებით,ქვეყანაში არის საკითხები,რაც სახმედრო ძალით ვერასდროს გადაწყდება.ამას ხელს ისიც უწყობს,რომ თამილი ვეფხვების გამანთავისუფლებელ ორგანიზაციას უცხოეთში მცხოვრებ თამილთა უდიდესი მხარდაჭერა აქვს:

„თამილი მეამბოხეების პრობლემა ქვეყანაში ასე იოლად ვერ მოგვარდება,რადგან ამ გაერთიანებას პარტიზანთა დიდი რაოდენობა ჰყავს იატაკქვეშეთში,რომლებსაც თამილთა დიასპორის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.ამიტომაც შრილანკის მთავრობა თამილ მეამობხეებთან მნიშვნელოვან და პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს სამომავლოდ . თამილ ერს ღირსეული ადგილი უნდა მიენიჭოს ქვეყნის ცხოვრებაში და ადგილობრივი ავტონომიის სახით კონკრეტული ადგილი გამოეყოს, სადაც ეს ხალხი დამოუკიდებლად შეძლებს ყველანაირი შიდა პრობლემის გადალახვას".ციტატის დასასრული

ამჟამად შრილანკის მთავრობას სურს ბალანსი არ დაირღვეს და თამილი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად , თამილი ეროვნების მოსახლეობასთანაც საერთო ენას გამონახვას ცდილობს.

პაიკიასოტი სარავანამუტუ პოლიტიკური ალტერნატივების ცენტრის დირექტორია.მისი თქმით:„თუ გსურს, რომ ადამიანის გული და გონება მოინადირო, პირველ რიგში შერიგების ხელი უნდა გაუწოდო და გაერთიანებისკენ მოუწოდო. ომი თუ დამთავრდა, ყველა პრობლემა თავისტავად გადაწყდება". ციტატის დასასრული

პაიკიასოტი სარავანამუტუს განცხადებით,თამილთა მოწინააღმდეგეებს აწყობთ,რომ შრილანკის მთავრობამ საკუთარი უუნარობით და კეთილი ნების არგამოხატვით თამილთა ღირსება შელახოს და ავტონომიაზე უარი განაცხადოს.

სურეშ პრემაჩადრანი თამილთა საზოგაოდების წარმომადგენელია შრილანკის პარლამენტში.მისი განცხადებით,მთავრობა თამილთა და სინჰალელთა დაპირისპირებაში ერთგავრ იარაღადაც კი გამოიყენება: „თამილი ერი აღარ ენდობა სინჰალას მთავრობას.თამილი მეამბოხეების პრობლემა მთავრობამ რომც გადაჭრას, თამილთა ავტონომიის საკითხი მაინც ღიად რჩება". ციტატის დასასრული

შრილანკას მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გააზრებული გაწყვეტილება რომ მიიღოს, ომი ქვეყანაში უახლოეს ხანში დამთავრდება. როცა ცდილობ და მზად ხარ,რომ შენი ხალხს არა მარტო უსმინო, არამედ მისი აზრიც გაითვალისწინო, ყველანაირი პრობლემა იოლად დაიძლევა.

XS
SM
MD
LG