ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანვარში  ექვსასიათასი ამერიკელი დაითხოვეს სამსახურიდან


ამერიკის შრომის დეპარტმანეტის განცხადებით,იანვრის თვეში ამერიკაში ექვსასი ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური,რის შემდეგაც ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 16წლის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - შვიდ მთელ ექვს მეათედს მიაღწია.

პარასკევს ამერიკის სენატში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტთან დაკავშირებით კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს,თუმცა ზუსტად არავინ იცის, როდის დაამტკიცებს სენატი ამ გეგმას.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ამერიკაში უმუშევართა რიცხვის ასეთი სწრაფი ზრდა ეკონომიკის მდგომარეობის გაუარაესების მაჩვენებელია.ამიტომაც კონგრესმენებმა სასრაფოდ გვერდზე უნდა გადადონ განსხვავებული შეხედულებების ირგვლივ შექმნილი დავა და ეკონომიკის გამაჯანსაღებელი გეგმა უნდა დაამტკიცონ:

„ჩვენი მხრიდან ძალზე დიდი შეცდომა და უპასუხისმგებლო საქციელი იქნება გაჭიანურებული უთანხმოების გამო გეგმის დამტკიცება დავაგვიანოთ მაშინ,როცა ქვეყანაში მილიონობით ადამიანს სამსახურიდან ითხოვენ". ციტატის დასასრული

აღსანიშნავია,რომ პრეზიდენტი ობამას ბოლო გამოსვლა ამ თვალსაზრისით ყველაზე კატეგორიული იყო:

„ამერიკელებს ჩვენი იმედი აქვთ. აქ ვაშინგტონში ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს,რომ ხალხისათვის ვშრომობთ.თუ შეცდომას დავუშვებთ და არასწორად ვიმოქმედებთ,დღევანდელი კრიზისი შესაძლოა კატატსტროფით დასრულდეს". ციტატის დასასრული

სენატის რესპუბლიკელი კონგრესმენები ეკონომიკის გამაჯანსაღებელ გეგმას არასაკმარისი შეღავათებისა და უსარგებლო ხარჯების გამო აკრიკტიკებენ.თუმცა აღსანიშნავია ,რომ იმ შემთხვევაშიც თუ გეგმის შეცვლილი ვარიანტი დამტკიცდება, ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილები შექმნის პროცესი მაინც დაიწყება.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ვარაუდით, ეკონომიკის გამაჯანსაღებელი გეგმა ძალზედ მცირედით თუ დაეხმარება ამერიკელებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, დემოკრატი კონგრესმენები ფარხმალს არ ყრიან და აცხადებენ,რომ სულ 60 ხმაა საჭირო იმისათვის ,რათა გეგმა სენატში უახლოეს ხანში დამტკიცდეს.

XS
SM
MD
LG