ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში  გამძვინვარებული  ხანძრების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა


ავსტრალიის პოლიციის განცხადებით ქვეყანის სამხრეთ-აღმოსავლეთში გამძვინვარებული ხანძრების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა. ავსტრალიის ისტორიაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი ხანძარია, რომელსაც ასეთი დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ვიქტორიის შტატის სხვადასხვა ნაწილში გავრცელებულმა ცეცხლმა რამოდენიმე ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზოგიერთი მათგანი დაიღუპა მანქანებში , როდესაც ცდილობდნენ ხანძარს გაქცეოდნენ.მელბურნის ირგვლივ დაახლოებით 400 -მდე კერამ იფეთქა, რომლის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა და ასობით სახლი დაიწვა.ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა კევინ რუდმა განაცხადა, რომ იგი მეხანძრეების დასახმარებლად სამხედროებს გააგზავნის.

XS
SM
MD
LG