ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ორი რაკეტა იყო გატყორცნილი


ისრაელის სამხედროების განცხადებით ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ორი რაკეტა იყო გატყორცნილი.რაც თავის მხრივ ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის არაოფიციალურ შეთანხმებას არღვევს. სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დღეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მანქანას წაეკიდა ცეცხლი. ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჰამასის წევრები 18 იანვრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კვლავ აგრძელებენ შიგადაშიგ სარაკეტიო დარტყმებს ისრაელის მიმართულებით. პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების დელეგაცია , რომელასაც ხელმძღვანელობენ ღაზას ოფიციალური პირები, ეგვიპტეში იმყოფება, სადაც ისრაელთან გრძელვადიანი ზავის პირობები განიხილება. ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მაჰმუდ ზაჰარი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდრებს ქაიროში მართავენ. მაჰმუდ ზაჰარი პირველად გამოჩნდა სახალხოდ ისრაელ პალესტინის ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. ეგვიპტე შუამავლობს ისრაელ -პალესტინას შორის ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG