ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  გასულ წელს გატაცებული პოლონელი ინჟინერი სიცოცხლეს გამოასალმეს


პაკისტანში თალიბი მემაბოხეები აცხადებენ რომ გასულ წელს გატაცებული პოლონელი ინჟინერი სიცოცხლეს გამოასალმეს. თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით ამის დამადასტურებელი ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს.

პიოტრ სტანჟაკი ნავთობის კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა როდესაც იგი პუნჯაბის პროვინციიდან გაიტაცეს.

თალიბთა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა რომ მემაბოხეებმა პიოტრ სტანჟაკი მას შემდეგ მოკლეს რაც ქვეყნის მთავრობამ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მან იქვე დასძინა რომ სანამ არ დაკმაყოფილდება თალიბთა მოთხოვნები მოკლულის გვამს არ დააბრუნებენ.

პოლონელი ინჟინერი გასულ წელს სექტემბერში გაიტაცეს. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ თალიბებმა ინჟინრის სანაცვლოდ რამდენიმე მეამბოხის გათავისუფლება მოითხოვეს. ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად შეტანხმება ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG