ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავები განათავსა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა 27 სამხედრო თვითმფრინავი განათავსა აფხაზეთის ტერრიტორიაზე გუდაუთის შორიახლოს. მისივე თქმით ეს ფაქტი 1999 წელს ეუთოს სამიტის ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს. ინტერფაქსის ახალი ამბების სააგენტოს თანახმად რუსეთი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს რომ „არანაირი სამხედრო თვითმფრინავები არ ყოფილა განთავსებული აფხაზეთის ტერიტორიაზე." აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებაც უარყობს ამ ფაქტს, თუმც არ გამორიცხავს მომავალში რუსული სამხედრო თვითმფრინავების აფხაზეთის ტერიტორიაზე განათავსებს. აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა იმედოვნებს, რომ რაოდენიმე თვეში რუსეთთან ხელშეკრულება გაფორმდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის თაობაზე.

XS
SM
MD
LG