ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში არჩევნების წინ ორი უდიდესი პარტია საზოგადოების პოპულარობით სარგებლობს


ისრაელში ჩატარებული სამი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელთა შედეგები დღეს ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა, სამშაბათს დაგეგმილი არჩევნების წინ ორი უდიდესი პარტია საზოგადოების პოპულარობით სარგებლობს, თუმცა შეიმჩნევა ოდნავი უპირატესობა მემარჯვენე მკაცრი გეზის მიმდევარი პოლიტიკოსების სასარგებლოდ.

საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუს ლიქუდის პარტია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად წინ უსწრებს საგარეო საქმეთა მინისტრის წიფი ლივნის ქადიმას პარტიას. თუმცა ლიქუდმა საგრძნობი უპირატესობა სწორედ ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხივს შემდეგ დაკარგა.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტში უფრო მეტ ადგილებს არჩევნების შედეგად სწორედ მემარჯვენე, მკაცრი გეზის მიმდევარი პოლიტიკოსები მოიპოვებენ. ეს კი ნიშნავს რომ ნათანიაჰუს, უფრო გაუადვილდება კოალიციის ჩამოყალიბება, ვიდრე ლივნის.

XS
SM
MD
LG