ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი  ობამას ხედვა მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე



მას მერე,რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის მმართველობა გადაიბარა,პაკისტანის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პაკისტანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები კვლავ განახორციელეს.

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ნათლად გამოხატა პოზიცია იმასთან დაკავშირებით,რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის და ყველგან შეებრძოლება ალ-ყაიდას ტერორისტებს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამის შესახებ ინაუგურაციის გამოსვლაშიც ახსენა:

„მათ,ვისაც სურთ,რომ ტერორითა და უდანაშაულო ადამიანთა ხოცვით საკუთარ მიზნებს მიაღწიონ, მკაცრად ვაფრთხილებთ-ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ , ვერავინ შეძლებს გაგვტეხოს და მოგვერიოს .პირიქით, ჩვენ მათ იქით დავამარცხებთ." ციტატის დასასრული

სამშაბათს, ამერიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს,რომ ტერმინს „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ" იგი სპეციალური მოსაზრებით არ იყენებს,რადგან იმედი აქვს ,რომ ამით ზომიერი მუსლიმების გულსა და გონებას მოინადირებს.

რანდის კორპორაციის თანამშრომელი ტერორიზმის დარგში ექსპერტი ბრაიან ჯენკინსი აცხადებს,რომ ჯორჯ ბუშმა ტერმინით "ომი ტერორიზმის წინააღმდეგ" გადაჭარბებული ამბიციებით მოტივირებული ქმედებების სტერეოტიპი დაამკვიდრა: "ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ თავიდანვე დააკონკრეტა,რომ ისინი ომს ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ხელმძღვანელობას უცხადებენ და სხვა კონკრეტულ ამოცანებზე არაფერი უთქვამთ." ციტატის დასასრული

ალბათ ეს იმითაცაა გამოწვეული,რომ თავად სიტყვა „ომი" ადამიანების აღქმაში სამხედრო ძალის გამოყენებას უკავშირდება.

მეთიუ ლევიტი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის დარგში ანალიტიკოსია.მისი აზრით: „ეროვნული საფრთხის თავიდან აცილებისთვის უმთავრესია ქვეყანაში ეროვნული ძალაუფლების ყველა ბერკეტი გეპყრას ხელთ."ციტატის დასასრული

ექსპერტების განმარტებით, მსოფლიო მასშტაბით დიდ ქალაქებში განხორციელებული ტერორისტული აქტები იმას მიგვანიშნებს,რომ ტერორისტული დაჯგუფებები ერთმანეთთან ყველგან მოქმედებენ. ლევიტი აცხადებს, რომ: „ ტერორიზმისგან მტრის ხატის შექმნას -აჯობებს ტერორისტებს მიზანმიმართულად და ადგილობრივი საშუალებებით ვებრძოლოთ." ციტატის დასასრული

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ალ-ყაიდას" დაჯგუფების რიგით მეორე ლიდერმა აიმან ალ ზავაჰირიმ, ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაში, ბარაკ ობამას თეთრი სახლის ზანგი უწოდა და მუსლიმების მიმართ სიძულვილში დაადანაშაულა. მან ირონიით მოიხსენია ბარაკ ობამას თანაგრძნობა პალესტინელი ხალხის მიმართ ,რომელიც მან ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შემდეგ გამოხატა.

ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით,ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ჰუსეინ ობამას გვარიდან გამომდინარე, ალ-ყაიდას მესვეურებს მოუწევთ შეცვალონ იდეოლოგიური მოწოდებები. დევიდ ჰეიმანი უშიშროების ექსპერტია: „ალ-ყაიდას ხელმძღვანელობა ცდილობს ბარაკ ობამასგან მტრის სახე შექმნას. მათ შიში აქვთ,რომ პრეზიდენტ ობამას შეუძლია მუსლიმ საზოგადოებასთან საუბარი, მის მიერ გატარებული პოლიტიკა მრავალი ადამიანის თანადგომას მოიპოვებს."ციტატის დასასრული

ჯენკინსის თქმით,ალ-ყაიდას მიზანია პრეზიდენტი ობამა სიტყვიერ ომში ჩაითრიოს,თუმცა პრეზიდენტი ამ ანკესზე არასდროს წამოეგება: „როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციას ზუსტად აქვს განსაზღვრული,რომ არასოდეს ალ-ყაიდას მიერ გათვლილი სცენარით არ იმოქმედოს."ციტატის დასასრული

ესპერტების აზრით,პრეზიდენტ ობამას გაანალიზებული აქვს ის ფაქტი,რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ომი არ არის.მას ვერც დანიშნულ დროს დაიწყებ და ვერც ზუსტად დაამთავრებ.ეს არის ხანგრძლივი პროცესი,რომელსაც ზუსტი და სწორად გათვლილი სტრატეგია აქვს.

XS
SM
MD
LG