ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოში მისი სამხედრო ძალების გაზრდას აპირებს


ევროკავშირის განცხადებით რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გაზრდა საქართველოშო ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ ხელყოფას წარმოადგენს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ძალის გაზრდას გეგმავს, რაც ასევე მოიცავს აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნას. ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმების გამო. მათივე განცხადების თანახმად რუსეთის გეგმები აგვისტოს ომის შემდგომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს. ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც მან იკისრა.

XS
SM
MD
LG