ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ დაკავებული იქნა გემი რომელსაც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა


ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ დაკავებული იქნა გემი, რომელსაც ლიბანიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა.გემი ისრაელის პორტში აშდოდში იქნა გადაყვანილი.

დღეს ეკიპაჟის წევრებისა და უცხოელი ჟურნალისტების განცხადებით, ვიდრე გემს დააპატიმრებდნენ , ისრაელის სამხედრო ნავებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.ჰუმანიტარული დახმარებით სავსე გემზე რვა ჟურნალისტი და რამოდენიმე აქტივისტიც იმყოფებოდა. გემზე 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი იყო,რომელშიც შედიოდა საკვები,მედიკამენტები და სათამაშოები. ამ ფონზე ჰამასის დელეგაციამ,რომელიც ქაიროში ორი დღის მანძილზე ისრაელთან დაზავების თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა განაცხადა,რომ ამ შეხვედრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ისინი შინ შეთანხმების გარეშე ბრუნდებიან.


XS
SM
MD
LG